Wednesday, October 26, 2011

წყლის დაბინძურება


წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი  ჩვენთაგანის  მიერ ამ  ფაქტის  გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა  თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული  მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის  გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები  და არასათანადო გამწმენდი  ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან  და  დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან  წყაროს  მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან  მილის  საშუალებით დაბინძურებული  წყლის  გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი  ნიაღვრებით წყლის  ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ.  უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის  ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა. შ. ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს.
ლარისა შუკვანი
ლაშა ონიანი

ჰაერის დაბინძურება


         ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია. დედამიწის ზედაპირის მახლობლად არსებული მშრალი ჰაერის მთელი მასის 78% აზოტია, 21% –ჟანგბადი, 0.03 – არგონი,  0.03 – ნახშირბადი. სხვა აირების – წყალბდის, ნეონის, ჰელიუმის და სხვა რაოდენობა ძალიან მცირეა.
      ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს.
          გარემოს დაჭუჭყიანება ძირითადად ადამიანის  საქმიანობის შედეგია.  დაბინძურების მთავარი წყაროებია: ტრანსპორტი, მშენებლობა დ მცირე საწარმოები.  ქარხნები ქიმიურ ნარჩენებს მდინარეებსა და ზღვებში უშვებენ, ხოლო საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლით ჰაერი იწამლება. დაბინძურება ძირითადად ხდება საცხებ-საწვავი მასალებით, საბურავებისა და გზის საფარის გაცვეთით, ძრავინად მძიმე ნივთიერების გამოტყორცნით, მტვრით, ჭუჭყით. რეზინის ცვეთის დროს წარმოიქმნება მტვერი, მუხრუჭებისა და გზის საფარის ცვეთის შედეგად- აზბესტის ჭუჭყი.
         გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევა შესაძელებელია სხვადასხვა ბუნებრივი გზით. გასათვალისწინებელია რომ ქვანახშირის, ნავთობის, ბენზინისა და სხვ. გამიყენება ჰაერის დაბინძურების უდიდესი წყაროა. გამონაბოლქვი შეიცავს ჭვარტლის მყარ ნაწილაკებს და აირებს. ნახშირორჟანგს, აზოტსა და გოგირდის ოქსიდებს და გოგირდწალბადს. მზის ზემიქმედებით ისინი წარმოქმნიან კვამლის საბურველს–სმოგს, რომელიც ამჟამად მრავალი დიდი ქალაქის თავზე მუდმივად არის ჩამოწოლილი. გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმებზე, აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებებს, რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟღავნდება. სმოგით დაფარულ ატმოსფეროში აორთქლებული წყალი შეერევა ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ წვიმასთან ერთად ისევ დედამიწაზე დააბრუნებს.
       ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელზეც ღიად დაყრილი, დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამიოყოფა მავნე აირები. ადგილი აქვს ნარჩენების ღიად წვას, რომლის დროსაც გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები ქარბის დროს იფანტება.
      მსოფლიოში ყოველწლიურად შიგაწვის ძრავებში იწვება 2 მილიარდი ტ. ნავთოპროდუქტი. მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგენს 23%, დარჩენილი77% კი გვხვდება გარემოში და იწვევს მის დაბინძურებას ქალაქებში.
     იცვლება და უარესდება ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა, მასში იზრდება ნახშიროჟანგის შემცველობა, მცირდება ოზონის შრე, ჩვენი პლანეტის დამცავი აპკი, რომელიც იცავს ყოველივე ცოცხალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
დაბინძურებული გარემო.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: 
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებული გარემოს შესახებ. მოიძიონ ინფორმაცია თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ჰაერის და წყლის დაბინძურებას.
პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურის იმით, რომ  პროექტი შეეხება დიდ ცხოვრებისეულ პრობლემას, რასაც დაბინძურებული გარემო ჰქვია. ეს პროექტი ხელს სეუწყობს მოსწავლეებს იმის ცოდნაში, რომ ბუნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, რაც ყოველი ადამიანის ვალია.
პროექტის მიზნები:
პროექტის მთავარი მიზანია ის, რომ მოსწავლეებმა დაიცვან ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესები და სხვებსაც მოუწოდონ რომ იყვნენ უფრო ლოიალურები ბუნების მიმართ. აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბუნების გამწვანებაში.
მონაწილეთა ასაკი:
11-13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მომზადებულ პროექტს. 
პროექტისთვის სჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები ისარგებლებენ V კლასის ბუნების სახელმძღვანელოთი. კომპიუტერით და ინტერნეტით.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
კლასში თემის შერჩევის შემდეგ დავსვამ შემდეგ კითხვებს: 1) რა შედეგი მოსდევს ჰაერის დაბინძურებს? 2) რა შედეგი მოსდევს წყლის დაბიონძურებას?
ჩამოვაყალიბებ ორ ჯგუფს. თითოეულს ეყოლება ლიდერი, რომელსაც დაექვემდებარებიან დანარჩენები.
პირველ ჯგუფს დავავლებ ინფორმაციის მოძიებას ჰაერის დაბინძურებაზე და ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადებას MS PoverPoint-ში.
მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებულ წყალზე და ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადებას MS PoverPoint-ში.
მოსწავლეების შეფასებისას დაკვირვების ობიექტი იქნება: მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში, ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის. 
მოსწავლეებს შევაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით: 1) მოძიებული ინფორმაცია. 2) პრეზენტაციის მომზადება MS PoverPoint-ში. 3) მთლიანი შთაბეჭდილება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
ასახელებს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ.დაბინძურებული გარემო).
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირს. მაგ: ბუნება და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნლოგიებს. კერძოდ ისტ-ის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციებს, ფოტოებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს MS PoverPoint-ში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ანა გულდამაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
guldamashvili.ana26@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
anaguldamashvili.blogspot.com